კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

კალაძის ინფორმაციით, თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს. მისი განმარტებით, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას კანონმდებლობა ავალდებულებს, შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ არ ეხება ეს მერობის კანდიდატებსაც.

,,მე ორშაბათს ვაპირებ ტესტის ჩაბარებას, ამ მიმართულებით პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვნია – „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“, არ ვიცი რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ წარმოადგინონ ნარკოლოგიურიდან ცნობა, შესაბამისად, არ ვიცი რატომ არ აქვთ ეს მერობის კანდიდატებს. გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.