მამუკა ხაზარაძე – უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს

ტყუილი “ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

“ღარიბაშვილმა 2021 წლის 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯამში 7000 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოახერხა. 2021 წლის 3 სექტემბერს შეცვალა განცხადება და თქვა, რომ 8 წლის განმავლობაში 10 000 კმ გზა დავაგეთ. ასევე მისი სიტყვებია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში დაიგო 150 კმ მაგისტრალური გზა”-აცხადებს ხაზარაძე და დასძენს, თვეში დაგიგიათ მხოლოდ 1.5 კმ მაგისტრალური გზა. “არ გრცხვენიათ? ტყუილი ცუდია და არაკომპეტენტურობა უარესი”, – წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქში”.