ათეულობით კანდიდატმა ზეწოლის შედეგად, კანდიდატურები მოხსნა – პარტია “საქართველოსთვის”

გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

,,უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალოვანი უწყებების გამოყენებით ხორციელდება ზეწოლა. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად უკვე მოხსნა კანდიდატურები, მოხსნეს კანდიდატურები სამსხაურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას, “ოცნება” დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედიასაშუალების გამოყენებით, ტყუილებს ავრცელებინებენ”, – თქვა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა სამართალდამცავ უწყებებს ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების დროული დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ზეწოლის ფაქტების შესახებ უკვე ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაანთავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შსს. სწორედ ეს 2 უწყებაა ვალდებული, რომ კანონის ფარგლებში რეაგირება მაოხდინონ, მისცემ რიგით პროკურორებს, რიგით გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა. ამავდროულად მოვუწოდებთ პროკურატურას და შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ჩვენ მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.