ზურაბ ჯაფარიძე – 2 ოქტომბრის არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები არ არის, ამ არჩევნებზე მართლა წყდება ქვეყნის ბედი

2 ოქტომბერს მივდივართ არჩევნებზე და ნებისმიერ პარტიას ხაზავთ, გარდა „ქართული ოცნებისა“-„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ აიღოს 40%“,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფოთში განაცხადა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები, არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები.

„ 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ამ არჩევნებზე მართლა წყდება ამ ქვეყნის ბედი. ის, რაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოხდა, ამან თავიდან ბოლომდე ჩამოხსნა „ქართულ ოცნებას“ ფარდა. „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ყველაზე მთავარ საკითხზე, რეფორმაზე, რომელიც იყო მნიშნველოვანი ამ ქვეყნისთვის, არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდან,უარი თქვა მართლმსაჯულების რეფორმაზე. ეს ნიშნავდა უარს ამ ქვეყნის დასავლურ, ცივილურ არჩევანზე. საბოლოოდ, თუ ჩვენ მოვწყდებით განვითარების დასავლურ ვექტორს, ეს ქვეყანა ავტომატურად მიდის რუსეთისკენ. სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს. ეს თქვა ევროკავშირმა არაერთხელ. ეს არის გასააზრებელი. 2 ოქტომბერს მივდივართ არჩევნებზე და ნებისმიერ პარტიას ხაზავთ გარდა „ქართული ოცნებისა“. ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ აიღოს 40%-იც კი. ამის შემდეგ ეს ქვეყანა აუცილებლად გავა ხელახალ არჩევნებზე, ხელახალ არჩევნებზე ეს ხელისუფლება დასრულდება და მოვა კოალიციური მთავრობა“,-აღნიშნავს ჯაფარიძე.