კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე – ველოდები, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს, მინდა, გთხოვოთ, პირდაპირ ეთერში აჩვენოთ

ველოდები, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტს, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“.

„აუ, ველოდები. აი, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს. მინდა, ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.