აფრენისას შასი არ დაიხურა, საჭირო გახდა 6 ტონა საწვავის დაცვლა – პილოტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, ხარვეზი გამოსწორებულია და თბილისი-ვენის რეისი განხორციელდება – „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, თბილისი-ვენის მიმართულებით რეისის განხორციელების დროს, აფრენისას შასი არ დაიხურა, რის გამოც პილოტმა მიიღო შესაბამისი, სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან აერპორტში.

რომან ბოკერიას ინფორმაციით, ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა და გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში.

მისივე თქმით, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი განხორციელდება.

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისი თბილისი-ვენა დღეს ხორციელდებოდა ჩვეულებრივ, მაგრამ აფრენის შემდეგ საბორტო კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა.

შასი არის ბორბალი, რომელიც თვითმფრინავს აქვს, ის არ დაიხურა, არ შევიდა შიგნით. შესაბამისად, პილოტმა წესის და კანონის, ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი, გამოესწორებინა ხარვეზი და შემდგომ შეფასების შემდეგ განეხორციელებინა ეს რეისი.

იქედან გამომდინარე, რომ ბორტი იყო სავსე საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაწვა, რადგან სავსე ბაკით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება, 6 ტონა დაწვა, მეთაურმა მაღალპროფესიონალურად განახორციელა თვითმფრინავის დაშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყველანაირი რეგულაციების დაცით.

ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ, ისინი გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში, განხორციელდა თვითმფრინავის შემოწმება, ხარვეზი იყო ძალიან უმნიშვნელო. არ დაიხურა საში, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.