ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”, ახალი კოალიციური მთავრობით უნდა შევძლოთ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელიც მოქალაქეებს დღეს აწუხებთ

2 ოქტომბერს ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს უკიდურესი გაჭირვება, უიმედობა. ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”. ახალი კოალიციური მთავრობით ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელიც მოქალაქეებს დღეს აწუხებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დიდუბის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე შარლ მიშელის შეთანხმებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შესრულება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ყველა ვალდებულება, რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმებაში“ არის ჩადებული, “ლელოს” მხრიდან აუცილებლად იქნება შესრულებული. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები ისე, როგორც არის გათვალისწინებული, უნდა იქნეს მიღებული. ხვალიდან ჩვენ ყველა იმ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.