ციციშვილის კლინიკაში 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

„ბავშვი ჩვენთან 1-ელ სექტემბერს შემოვიდა. ბინაზე, მისი ოჯახის წევრს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია. ავადობის მე-4 დღე იყო. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა თანმხლები ბაქტერიული ინფექციით იყო გართულებული. ასევე, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. გამოხატული იყო ტეტრაპარეზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს ღრმა ჩამორჩენა და ფილტვის ქსოვილის 13-ქულიანი დაზიანება. შემოსვლის დღიდანვე, ჟანგბადდამოკიდებული იყო. გუშინ მდგომარეობა უფრო გართულდა და საღამოს, 20:00 საათისთვის გარდაიცვალა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 პაციენტი მკურნალობს. ექვს კოვიდინფიცირებულ ბავშვს თანმხლები დაავადებები აქვს.