გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებაში ორი-სამი კვირით -ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია – თენგიზ ცერცვაძე

ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა.

„გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებაში ორი-სამი კვირით. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.