ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 10 ზე მეტი პირი

თბილისში,  ფონიჭალას  დასახლებაში  სპეცოპერაცია ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება.

სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.