სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 21 პირს შორის ერთ-ერთი 17 წლის არასრულწლოვანია

თბილისსა და საქართველოს 4 დიდ ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 21 პირს შორის ერთ-ერთი 17 წლის არასრულწლოვანია.

ის და მისი ძმა ფონიჭალაში აიყვანეს. უფლებადამცველის თქმით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებს არანაირი ნივთმტკიცება არ ამოუღიათ. არასრულწლოვანი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.

“მოხდა დაკავება, პირადი ჩხრეკა და ალბათ, ხვალისთვის წარუდგენენ ბრალს და გვეცოდინება კონკრეტულად რა მუხლით და რა ნაწილით. ამოღებული ჩხრეკის შედეგად არაფერი არ არის. მანქანაში იმყოფებოდა არასრულწლოვანი როდესაც გააჩერეს, ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს”,- ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი.