ნინო წილოსანი: ოთხი თვის თავზე, როცა შარლ მიშელის დოკუმენტმა ამოწურა თავისი თავი სასაცილო და კომიკურია არარსებულ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერა და მერე მისი პუნქტებით აპელირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზ განაცხადა, რომ თუ ვინმე აპირებს, რომ ალტერნატიული სიმართლე შესთავაზოს საზოგადოებას, ეს ტყუილი ანმდვილად ვერ იქნება მიღებული.

-„მინდა გავიაზროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ოთხი თვის თავზე ხელმოწერის კომიკურობა და ამავე დროს თუ უფრო დიდ სურათში შევხედავთ, მავნებლობაც. რაც კიდევ ერთხელ ანიჭებს ამ პარტიას ნეგატიური და დამაზიანებელი აქტორის როლს.

მოყოლებული 2020 წლის არჩევნებში დამარცხებიდან, როდესაც ოპოზიცია ნაცინალური მოძრაობის ხელმძღვანელობით, ფაქტიურად სასოწარკვეთილებისგან პარალელურ სამყაროში გადავარდა, ისინი ჯერ აპელირებდნენ გაყალბებული არჩევნებით, რომელიც სიცრუეა და ეს არაერთხელ დადასტურდა. შემდეგ მუდმივად ცდილობდნენ საბოტაჟი მოეხდინათ სახელმწიფოს მიმართ და მაშინაც კი, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და მმართველი გუნდის ძალისხმევით 19 აპრილს მოხერხდა და მოიძებნა რაღაც ადგილი კონსენსუსისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მავნებლურ სტილში არ შემოუერთდა ამ დოკუმენტს და ყველაფერს აკეთებდა რომ დოკუმენტს თავისი მისია დაეკარგა. ამისთვის ისინი მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ დესტრუქციას და იწვევდნენ დესტაბილიზაციას.

ოთხი თვის თავზე კი, როცა დოკუმენტმა ამოწურა თავის თავი სასაცილო და კომიკურია ამ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არარსებულ დოკუმენტზე ხელმოწერა და მერე უკვე მისი პუნქტებით აპელირება.

თუ ვინმე აპირებს, რომ ალტერნატიული სიმართლე შესთავაზოს საზოგადოებას, ეს ტყუილი ნამდვილად ვერ იქნება მიღებული“, – განაცხადა ნინო წილოსან