“ევროპული საქართველო” “იმედს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

“ევროპული საქართველო” ტელეკომპანია “იმედს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის.

“იმედმა” პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლის გაშუქებაზე უარი განაცხადა, ეს გადაწყვეტილება კი ვიდეოში შეურაცხმყოფელი ელემენტების არსებობით ახსნა.

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ პარტიამ კლიპში, არსებული პოლიტიკური ვითარება ასახა, რაც ტელეკომპანიისთვის მიუღებელი აღამოჩნდა და ვიდეორგოლი, პოლიტიკური მოტივებით აკრძალა.

“ჩვენ ვთავაზობთ სხვანაირი ტონალობის და განსხვავებულ ვიდეორგოლს წინასაარჩევნოდ ევროპული საქართველოსი, რომელიც ბევრად უფრო რბილია ტონალობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ფუმფულაა და მოიცავს ქართული ოცნების ძირითად მესიჯბოქსს, როგორ დუღს ეკონომიკა, როგორ ვართ მოწინავე ადგილზე კოვიდთან ბრძოლაშიდა ა.შ. გვაინტერესებს გაუშვებს თუ არა ტელეკომპანია იმედი ასეთი ტიპის კლიპს”, – თქვა ნონიაშვილმა ბრიფინგზე.