“ლეიბორისტული პარტიის” დაწყებული ბრძოლა ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” მიერ დაწყებული ბრძოლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ბრძოლას არამარტო ყოველთვის აქვს აზრი, აუცილებელი და გარდაუვალიცაა რომ უზურპაცია და დასჯა, ასევე ძალაუფლებით ტკბობა ვერავინ შეძლოს”.

,,ორშაბათიდან თბილისში რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს განკარგულებაშია, რითაც აღდგება ქვეყანში ნორმალური ცხოვრების რიტმი. ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ჩვენს გაერთიანებულ ზეწოლას, ჯანდაცვს მსოფლიო ორგანზიაციაში ჩვენს აქტიურობას და იძულებული გახდა ხელი აეღო გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებდა ხალხის გამოკეტვას სახლში წინასაარჩევნოდ და შემდგომ საპროტესტო ტალღის ჩახშობას. არჩევნების შემდეგ თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ თანამდებობის პირებს ჩამოვსვამთ ჯიპებიდან და საზოგადოებრივი ტრანსპირტი იქნება უფასო თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის,როგორც საფრანგეთში ბალტიისპირეთში და ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

ხელისფულება იძულებული გახდა, რომ უკან დაეხია. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,” – განაცხადა ნათელაშვილმა.