ნიკოლ ფაშინიანი – რეგიონული კომუნიკაციების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანთან და საქართველოსთან ჩვენი დისკუსიების დღის წესრიგში

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ნორმალიზების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

„ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული პროგრამა გახდა ჩვენთვის სამუშაო დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრად ჩემი ხელახალი დანიშვნის შემდეგ მე ვიყავი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და დღეს საქართველოში მივდივარ. რეგიონული კომუნიკაციების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანთან და საქართველოსთან ჩვენი დისკუსიების დღის წესრიგში. ამ კონტექსტშია „ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტი“, რომელიც ჩვენ საზღვარს ირანთან და საქართველოსთან აკავშირებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთის ფედერაციასთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ განვიხილავთ სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი კომუნიკაციის განახლების საკითხს. აქ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებას კონკრეტული შედეგების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ აზერბაიჯანი თავის მხრივ ელოდება კომუნიკაციას მის დასავლეთ რაიონებთან და ნახჭევანთან“, – განაცხადა ფაშინიანმა საქართველოში გამომგზავრებამდ