საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს 13 აპრილს მიმართავს.  მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

პარტიის  იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული