სამედიცინო პერსონალში და პედაგოგ მასწავლებლებში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრის მომხრეა.

“პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე პედაგოგ მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია, რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. ღმოჩენილია სულ რამდენიმე. ეს “მიუ” მუტაცია შეიძლება გახდეს ახალი მუტაცია, მარგამ ჯერჯერობით, მის შესახებ არ არის ბევრი ინფორმაცია, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. სანამ ეს ინფორმაციები არ არის კარგად შესაწვლილი, მანამდე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ნაადრევია ჯერჯერობით ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, თეორიული შანსია რის, რომ ყველგან გაჩნდეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.