რუსეთთან ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ფართომასშტაბური ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა YES Brainstorming-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთთან ფართომასშტაბურ ომს, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა არსებობს. ეს რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ამის შემდეგ, მეზობლობა რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს შორის არასდროს იარსებებს. რატომ ბელარუსი? იმიტომ, რომ გვესმის, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება. ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.