მიმდინარეობს წვერის წმ. გიორგის ეკლესიის უკანონო და კუსტარული რემონტი – მიტროპოლიტ ანანიას სძინავს? – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

უკანონო და კუსტარული რემონტი წვერის წმ. გიორგის ეკლესიაში – დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სწრაფ რეაგირებას ითხოვს.

,,მიმდინარეობს წვერის წმ. გიორგის ეკლესიის უკანონო და კუსტარული რემონტი. მთლიანად დააცემენტეს ეკლესიის ფასადები. მივმართავ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, დროული და შესაბამისი ღონსძიებები გაატოროს. მანგლისი-თეთრიწყაროს ისტორიის დოქტორ-მიტროპოლიტ ანანიას სძინავს? რატომ ხდება ისტორიის განადგურება და დაზიანება მის ეპარქიაში?” – აცხადებს დეკანოზი.