ამირან გამყრელიძე: ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს

„გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა. ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი და ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი კლებადია.

„ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრია, მაგრამ აღარაა 60-70 და 80. ყველა მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის. სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს. პირველ რიგში, არსებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავამკაცროთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.