შეიწირავს თუ არა თაბორის მთის განაშენიანების პროექტი მწვანე ნარგავებს და „სითი პარკი“-გამოსავალი არსებობს!

თბილისში არსებულ პრობლემებზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრს, ფრაქცია “ეროვნული ფორუმის“ წევრს შორენა ბუხრაშვილს გავესაუბრეთ.

– პირველ რიგში იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. დავიწყოთ პანორამა თბილისით. რას იტყვით პანორამა თბილისის პროექტზე,როგორი იქნება მისი ზემოქმედება ქალაქის ეკოლოგიაზე და აქვე გვითხარით, რატომ არ ეთანხმებით თაბორის მთის განაშენიიანების პროექტს?

-პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,მაგრამ აქ არის ერთი თუმცა-ეს არის პროექტი, რომელიც დამატებით იყო შემოტანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში – თაბორის მთის განაშენიანება, არა პანორამის, არამედ გასართობი ცენტრის მოწყობის ფარგლებში. იგეგმება სპორტული ცენტრის აშენება, რაც თავისთავად მოახდენს გავლენას ეკოლოგიაზე, რადგან წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იქ, სადაც უნდა განხორციელდეს უშუალოდ პროექტი, იგეგმება ბევრი ხის მოჭრა, ნათქვამი იყო, რომ ლანჩაფტი არ დაზიანდებოდა, არ შეეხებოდნენ ნარგავებს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ პროექტის განხორციელების ფარგლებში, რაც დადგენილია, ეკოლოგიურ მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.  იყო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ისეთი საზოგადოებრივი სივრცე იქნება, სადაც ადამიანები შეძლებენ დასვენებას. ეს არგუმენტებიც იწვევს ეჭვს, ვინაიდან თაბორის მთაზე განხორციელებული იმ პროექტით არა მგონია მოქალაქეებმა შევძლოთ იქ დასვენება, რადგან ის ბიზნესი, რომლის განხორციელებასაც აპირებენ, მთელს მსოფლიოში ძალიან ძვირადღირებულ ბიზნესს წარმოადგენს და ჩვეულებრივ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი მსგავს ფუფუნებაზე. ეს მეორე საკითხია, რაც შეეხება ეკოლოგიას, როგორც პროექტის წარმომადგენელმა გვითხრა, 13 ათასამდე ხეზეა დასკვნა დადებული, რომ არიან დაავადებული, ოღონდ არ არის წარმოდგენილი დაავადების რა ხარისხია.

ჩვენ რეალურად არ გვინახავს განაშენიანების რეგულირების გეგმა, არც ის ვიცით, გასცემს თუ არა გამწვანების საქალაქო სამსახური ამ სახით  ხეების ჭრაზე ნებარვას. ეს იქნება სწორედ პირველი საკითხი.

-თქვენ საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოხვედით თაბორის მთის პროექტის შესახებ,ბრძანეთ, რომ იქ უამრავი ხის მოჭრა იგეგმება, დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმაც.

-მე საკრებულოს სხდომაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღე და თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტს არ დავუჭირე მხარი. ეს იყო ჩემი მყარი პოზიცია და არც ახლა შემიცვლია და თუ ამ სახით იქნება განხორციელებული, არც მომავალში შევცვლი.

-თუ ხართ საქმის კურსში პავლოვის ქუჩაზე მოჭრილი ხეების შესახებ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე?

-პროკურატურიდან არ მაქვს გამოთხოვილი ინფორმაციები, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან გაჭიანურდა იმ რაოდენობის ხის მოჭრაზე დასკვნის დადება და ძიება. ვიცი, რომ მხარემ, რომლის მიმართაც არის საქმე აღძრული, მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზა, აი, ასეთი ზედაპირული ინფორმაციის მოძიება შევძელი მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურიდან.

-როგორ ფიქრობთ,მაშინ,როცა თბილისი პირველ ადგილზეა დაბინძურების მხრივ, მანქანების გამონაბოლქვების მხრივ,უფრო აქტიური ხომ არ უნდა ყოფილიყავით თქვენი პოზიციიდან? რა წინადადებები გქონდათ და რა გააკეთეთ მათ განსახორციელებლად?

-ეკოლოგიური პრობლემა თბილისში ნამდვილად დგას და ეს არავისთვის არ არის ახალი, დაბინძურებაში ყველაზე დიდი წილის შემცველია ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, მე აქტიურად ვიყავი მერიის მიერ შემოტანილი სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული. ვიღებდი მონაწილეობას ყველა ეტაპზე, ხოლო რაც შეეხება რა გავაკეთე ეკოლოგიის გაჯანსარების კუთხით, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე შევეცადე ახალი ინიციატივებით წარვდგენილიყავი, ტერიტორიული დასასვენებელი ადგილების მოვლა პატრონობის წესში ბევრი ცვლილება შევიდა ჩემი ინიციატივით. ასევე იყო ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი, მათთვის გასასეირნებელი ადგილების გამონახვა. საკრებულოში ზონალურ ცვლილებებთან დაკავშირებით შემოდის ძალიან ბევრი წინადადება, ჩემი წინადადებით ძალიან ბევრი ადგილი გადაგვირჩენია  სარეკრეაციო სტატუსის მოსხნას

-საკმაოდ მწვავედ დგას სითი პარკის საკითხი, ეს არის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. თბილისის მერმა განაცხადა, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება რთული და თითქმის შეუძლებელიც, თუმცა არიან დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ სითი-პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრერულებაში არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც ხელშეკრულების სამართლებრივი შეჩერების საშუალებას იძლევა. თქვენ როგო ფიქრობთ, თუ არის ნამდვილად შესაძლებელი ამ ხელშეკრულების შეჩერება და თუ არის, მაშინ რატომ ვერ აჩერებს მერია?

-ჩემს ღიმილს იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების შეჩერება არ ძალუძს რომელიმე მხარეს, თქვენ იცით სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებები ირღვევა ხოლმე და „სითი პარკი“ არ წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელთანაც ხელშეკრულების დარღვევა არ შეიძლება. აქ საუბარია იმ 25 მილიონზე, რომელიც სახელმწიფოს დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ დაარღვევს ხელშეკრულებას, მაგრამ მე დავეთანხმები იმ დეპუტატებს, რომლებიც საუბრობენ, რომ არის ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელია ხელშეკრულების შეჩერება. მაგალითად, მე გეტყვით რამდენიმე ფაქტს-პირველივე წელს „სითი პარკს“ ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე, სადაც მანქანები ჰყავს გაჩერებული, უნდა მოეწყო  ელექტრონული გადახდის აპარატები. საქართველოს და თიბისის ბანკებმა რომ დადგეს აპარატები, სადაც შეიძლება სითი პარკის მოხმარების ბილეთის აღება, ეს სულაც არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებისგან, რომელიც იყო ჩადებული ხელშეკრულებაში, მეორე ნიუანსია ის, რომ „სითი პარკს“ უნდა ჰქონდეს და აუცილებლად იყენებდეს საბურავების დამჭერ მოწყობილობას, რასაც არ ასრულებს და ხელაღაბით ყველა მანქანა გადაჰყავს საჯარიმოზე. ნამდვილად არი ნიუანსები, რაზეც შეიძლება იურისტები დასხდნენ და გაარკვიონ დარღვევები. ამის მერე კი იმსჯელონ შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების განულება და  იმ 25 მილიონის არ გადახდა და თუ მაინც აუცილებელი იქნებოდა გადახდა, შესაძლებელია 5-6 წელიწადში უკან ამოღება და სხვათაშორის, ამ თანხის გამოძებნაც არის შესაძლებელი. პარკინგების მოწყობა, დროის ამთვლელი ავტომატები-ეს არის ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლები და აქაც დარღვეულის ხელშეკრულება სითი პარკის მიერ.

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ უკვე გაეცანით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობის“ განცხადებას, სადაც ისინი 2017 წლის ბიუჯეტში საკითხის მოგვარების გათვალისწინებას ითხოვენ, ვიცით ისიც, რომ წინა წლებშიც დააყენეთ თქვენ ეს საკითხი, თუმცა შედეგი არა გამოიღო. წელს თუ გამოვა რამე და როგორ ფიქრობთ, რატომ გვიხდება კითხვის-გამოვა რამე?-ს დასმა?

-დიახ, წინა წლებშიც არ იყო განსაზღვრული კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის თანხა ბიუეტში. მე დავაყენე ეს საკითხი, ჩაიდო კიდეც რამოდენიმე მილიონი ბიუჯეტში, მაგრამ ეს ჩადებული თანხა დარჩა ფურცელზე და არავის გამოუყენებია. მძიმე საკითხია, ის ვალი, რომელიც ამ მოქალაქეებს აწევთ, არ არის თბილისის ბიუჯეტის გადასაწყვეტი, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა.  ჯერ რეალური შედეგი არ გვაქვს, მე დავაყენებ საკითხს, რომ ბიუჯეტში აუცილებლად ჩაიდოს თანხა, მაგრამ შემდეგ უნდა იყოს გაკონტროლების მექანიზმი. მე ამ დაზარალებულებთან მაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და სწორედ მათთან ერთად დავსახავთ სამოქმედო პროექტს.

-საზოგადოების ნაწილი თბილისის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ამბობენ, ერთის გაკეთებით ორ სხვას აფუჭებენო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუშაობის ტემპის გამოც. თუ ეთანხმებით ამ აზრს და რომელ სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემებს ჩამოთვლიდით?

-შეუძლებელია თბილისის ქუჩებში მოძრაობდე და არ ეთანხმებოდე მოსაზრებას, რომ ტემპები ძალიან შენელებულია. მე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი გახლავრთ, დიდი დიღომი, ვაშლიჯვრის ტერიტორია და სოფელი დიღომი შემოდის ჩემს სადეპუტატო არეალში, რომ გაიაროთ იქ, ნახავთ, რომ სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ხელშესახები არაფერი გაკეთებულა, სოფელი დიღომი არის შემოერთებული ტერიტორია, ის საჭიროებს გზების შეკეთებას. პირველ რიგში გზებთან მიმართებაშია პრობლემები გადასაწყვეტი.

ეკოლოგიური თვალსაზრისით მხოლოდ ხეების დარგვა ვერ გვიშველის. ბევრი ნიუანსია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, მოსახლეობას რომ ჰკითხოთ პირველ პრობლემად სწორედ გზას და ეკოლოგიას აყენებს და ჩვენც ვეთანხმებით.

-დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა მეორე ვადით იყაროს კენჭი, როგორც მოქალაქე, ისურვებთ მას კიდევ მერად?

-როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს არის მერის არჩევნები, ვნახოთ რას იზამს ამ პერიოდში ბატონი ნარმანია და მეც დავფიქრდები ვისურვებ თუ არა ჩემი ხმა მივცე მას.

-თქვენ ძალიან რადიკალურად გამოდიხართ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავე დროს მაღალი თანამდებობა გიჭირავთ საკრებულოში, ეს მმართველ უმრავლესობას როგორ ახასიათებს?

-როდესაც მე  თანამდებობაზე ამირჩია საკრებულომ, მაშინ არ გახლდით ოპოზიციის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ კვოტით მომიწია საკრებულოში მუშაობა. მე ვიქნები რადიკალური. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება ხალხს, ჩემგან იქნება მხარდაჭერილი და პირიქით, თუ გადაწყვეტილება აზარალებს ქვეყანას, მე ვიქნები წინააღმდეგი.

 -ქალბატონო შორენა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს საკრებულოს დეპუტატებს, გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს, პარლამენტშიც ბევრი დეპუტატია, რომელმაც ისე დაასრულა მუშაობის 4 წელი, მისი არც სახელი იცის მოსახლეობამ და არც გვარი. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტად აქტიულები ინდა იყვნენ საჯარო მოხელეები? ან იქნებ კომუნიკაციის ნაკლებობაა და სწორედ ეს იწვევს ამას?

-ცუდია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს დეპუტატების სახელები და გვარები, კარგი იქნება თუ თავიდანვე დავფიქრდებით ვის ვაძლევთ ხმას და ვინ არიან კონკურენტები, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აკეთებენ საქმეს, მაგრამ არ ჩანს. ჟურნალისტებიც, ასეთ ადამიანებთან არ მიდიან და უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აქცევენ ყურადღებას, უფრო მეტად ოპოზიციონერ დეპუტატებს წერენ, მერე იმის საპასუხოდ ხელისუფლებიდან, არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება-“ფეისებიდან” იწერენ კომენტარებს, რათა უფრო მეტად ყურებადი იყოს სიუჟეტი თუ არხი.რიგ შემთხვევაში საჯარო მოხელეებზეც ბევრია დამოკიდებული. თუკი აკეთებენ რაიმე საქმეს, რატომ არ სურთ საქმის კურსში ჩააყენონ მოსახლეობა?.. მოკლედ ყველას გვმართებს ამ მიმართულებით მუშაობა.

 -როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა საკითხების დაყენებას აპირებთ, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნას გადაჭრილი.

-ერთი წლის განმავლობაში მე ისევ საკრებულოში ვიქნები, მოსაგვაებელი ბევრი საკითხია მუნიციპალიტეტში, მე უკვე გესაუბრეთ პრობლემებზე და ყველა ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საკრებულოს წინაშე, ასევე ყოველთვის ვიქნები ნებიამიერი სარეკრიაციო ზონის დაცვის სადარაჯოზე. მინდა უახლოეს სხდომაზე მოვითხოვო გეგმა სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც არაერთხელ მოგვითხოვია და ის გზა შევთავაზო, რომლითაც საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად არის შესაძლებელი ამ გეგმის განხორციელება.  ბევრი შენიშვნა გვაქვს ბიუჯეტთან მიმართებაშიც და ფრაქციულ რეჟიმში ამ შენიშვნებს დავაყენებთ.

 

 

კომენტარის დატოვება