ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს.

დაკავებულის ახლობლები აქციას სოფელ ქვემო ჭალაში გამართავენ,საიდანაც მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ. მათ თბილისიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა მისი მეუღლის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა.

შეგახსენენებთ, ზაზა გახელაძის ოჯახმა ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცა, 23 ივნისს კი საპროტესო აქცია დააანონსა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).