საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 575 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 773 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ასევე, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.