მარინა ენდელაძე: მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მეხუთე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მეოთხე.

“მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ მე გამოვთქვამ იმედს, რომ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მე-4. აქ ძალიან ბევრი იყო ინფიცირებული. მეხუთე ტალღის ადვილად გადასატანად, აუცილებელია მასობრივი იმუნიზაცია. მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვაქვს და მგონია საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრა და რეგულაციების დაცვა აუცილებელია,”- აღნიშნავს მარინა ენდელაძე.