რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია.

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე დაკავებიდან 1 საათის განმავლობაში გათავისუფლდა. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.