პროკურატურის თანამშრომლებმა „ტვ პირველში“ მუშაობა დაასრულეს

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა „ტვ. პირველში“ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. ამის შესახებ ტელეკომპანიის იურისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდა იმ ინფორმაციის ამოღება და დალუქვა, რომელიც გადმოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ.

“გუშინ თბილისის პროკურატურაში ნოდარ მელაძის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის დროს განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერი ფორმით გვეთანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, დღეს უკვე ჩატარდა კომპიუტერული მოწყობილობის დათვალიერება. კერძოდ, პროკურატურის გამომძიებელმა დაათვალიერა თუ ვის მიერ გამოიგზავნა შეტყობინება ” ტვ პირველში” და რა შინაარსს შეიცავდა ეს შეტყობინება. ამას გარდა, ჩატარდა იმ ინფორმაციის ამოღება, რომელიც გადამოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ. დაილუქა ეს ინფორმაცია და დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას. ის ფორმა, თუ რა ფორმითაც მოხდა ამ ინფორმაციის მოწოდება, აღბეჭდილია შესაბამისად დათვალიერების ოქმში, ხოლო ინფორმაცია ამოღებულია ამოღების ოქმში”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.