ერთი შპიონი არ გამოუკვლევიათ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და ყველა ადამიანის საცვლებში ჩაძვრნენ – გიგი უგულავა

ერთი შპიონი არ გამოუკვლევიათ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და ყველა ადამიანის საცვლებში ჩაძვრნენ – ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რითიც 13 სექტემბერს გავრცელებულ სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება” დარჩება, დარჩება მხოლოდ ძალადობით, შანტაჟით და მოსყიდვით.

,,ოცნების” საქართველო არის მათ კაბინეტებში, ივანიშვილის შუშის სასახლეში და მათ ტელევიზიებში, რომლებიც ამ წარმოსახვით რეალობას გვთავაზობენ. რეალური საქართველო კი არის ქუჩებში, ბაზრებში. რეალური საქართველო არის ის, ვინც წერას გამოუყვანს ,,ოცნებას” 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. ბრაზი არის ძალიან დიდი. ის უტიფრობა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ყოვლდღიურად, დამთავრდება 2 ოქტომბერს, ყველა ზღვარს გადავიდნენ, ყველა სიმპტომია იმისა, რომ თუ ხელისუფლებაში ესენი დარჩნენ, დარჩებიან მხოლოდ ძალადობით, შანტაჟით და მოსყიდვით.

მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ საქართველო და ქართველი ადამიანი ითმენს ძალიან ბევრს, მიდის უცხოეთში და მუშაობს იმისთვის, რომ აქ ოჯახი გამოკვებოს.

ერთი შპიონი არ გამოუკვლევიათ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და ყველა ადამიანის საცვლებში ჩაძვრნენ. კრიმინალთან და სიღარიბესთან ბრძოლაში დავმარცხდით. ეს ყველაფერი დასრულდება, შევარდნაძე, რომელიც ყველას უკვდავი ეგონა – დასრულდა, როდესაც ხალხმა გადაწყვიტა. ჩვენი ხელისუფლებაც დასრულდა, იმიტომ რომ იქ ძალოვნებმა ყველა მიღწევას ხაზი გადაუსვეს. ამათ კი არაფერი არ გაუკეთებიათ, გარდა აი ამ ნაძირლების აღზევებისა” – განაცხადა უგულავამ.