მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

„დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მაია რჩეულიშვილთან და „ცენტრ-პოინტის პრობლემები ფაქტობრივად, დაზარალებულების პრობლემები ფაქტიურად ამოიწურა. უახლოეს მომდევნო პერიოდებში ეს ადამიანები მიიღებენ თავიანთ კუთვნილ ფართებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად მაია რჩეულიშვილის წვლილი არის ძალიან დიდი“, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.