გამოვლინდა კოვიდით ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 52 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 997 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.