თამარ გაბუნია: „მიუ“ შტამი ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი, ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან

„მიუ“ შტამი ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი, ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მიუ“ შტამი ჯერჯერობით კვლავაც რჩება დაკვირვების საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. ეს ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან. რამე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან. “მიუ“ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.