კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი ასე, უბრალოდ, დაიხუროს ან, წინასაარჩევნოდ, ვინმე იყენებდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

„ეს ის საკითხია, რომელზეც, საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება, ეს საკითხი ასე, უბრალოდ, დაიხუროს ან, წინასაარჩევნოდ, ვინმე იყენებდეს. ჩემი აზრით, მხოლოდ სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, მეტი სანდოობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებამდე, ზოგადად, სესიები არ ტარდება. მით უმეტეს, როდესაც ამდენად პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდა, განსაკუთრებით, ოპოზიციას, ამ არჩევნებისთვის. ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება, როგორც კი არჩევნები დასრულდება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.