გიორგი გახარია – საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება

აქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

“დღეს განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში და ვმუშაობ შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის”,- წერს გიორგი გახარია “ტვიტერზე”.