შეერთებული შტატები სრულად აცრილი პირებისთვის საზღვრებს ხსნის

შეერთებული შტატები სრულად აცრილი პირებისთვის საზღვრებს ხსნის. თეთრი სახლის განცხადებით, ნოემბრიდან უცხოელ მოგზაურებს უფლება ექნებათ შტატების საზღვარი გადაკვეთონ თუკი ისინი ორივე დოზით იქნებიან აცრილები და გაივლიან შესაბამის კოვიდტესტირებას.

რაც შეეხება მოზარდთა ვაქცინაციას, Pfizer-ი და Biontech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ვირუსისგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს.

“შტატების მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ვაქცინაცია მოხდეს. სწორედ აუცრელ ადამიანებზე მოდის გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტული მაჩვენებელი.

უფრო მეტად დაცულები რომ ვიყოთ, გაიცა რეკომენდაცია 65 წელს გადაცილებულთა “ბუსტერ” დოზით აცრის შესახებ, ასევე რისკჯგუფების მესამე დოზით აცრაზე.

იმედი მაქვს, რომ მესამე დოზით აცრით შესაძლებლობა მალე ყველა ასაკობრივ კატეგორიას ექნება. მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ აცრილი და ამავდროულად რისკჯგუფს განეკუთვნები, ეს ნამდვილად ცუდია რადგან ზამთარი ახლოვდება,” – აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.