პროკურორების ცოდნა ფინანსურ საკითხებში პლინტუსის დონეზეა – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორებს არაკომპეტენტურობაში ამხელენ და მათ აცილებას ითხოვენ.მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურორები ფინანსურ საკითხებში ვერ ერკვევიან, რის გამოც ვერ იგებენ საქმის დეტალებს, რომელიც გადარიცხვებს უკავშირდება.

,,პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო- საფინანსო საკითხებში არის პლინტუსის დონეზე, მე მივმართე გენპროკურორს რომ იქნებ გამოაგზავნოს სხვა მეტად კომპეტენტური, რომ 2 წლის თავზე არ ავუხსნათ პროკურორებს ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიცაა ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, ეს უნდა დამთავრდეს, 2 წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ თემებთან დაკავშირებით და აქ იმისთვის არ ვართ, რომ აღვზარდოთ, ძალიან გთხოვთ, ბატონო შოთაძე, იქნებ გამოაგზავნოთ ცოტა კვალიფიციური კადრები”, – ამბობს ხაზარაძე.