გიორგი გახარია: ნაცმოძრაობა, რომელიც გუშინწინდელი დღეა და ოცნება, რომელიც სულ უფრო სწრაფად გვაბრუნებს ნაციონალური მოძრაობის წარსულში – არჩევანს გვიზღუდავენ მხოლოდ წარსულს და აწმყოს შორის

ნაცმოძრაობა, რომელიც გუშინწინდელი დღეა და ოცნება, რომელიც სულ უფრო სწრაფად გვაბრუნებს ნაციონალური მოძრაობის წარსულში – არჩევანს გვიზღუდავენ მხოლოდ წარსულს და აწმყოს შორის – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავლის არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო

,,ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და არ არსებობს ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე. ამიტომ, თბილისის მერის არჩევა ეს არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას – ეს არის დასაწყისი ცვლილებების მთელს ქვეყანაში. დღეს საქართველოს პირველ რიგში სჭირდება მართვა და წესრიგი. მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე. არა გვაქვს ასევე სამართლიანობა… სამართლიანობა, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება და დღეს, ამ არჩევანს ჩვენ გვიზღუდავენ მხოლოდ წარსულს და აწმყოს შორის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გუშინწინდელი დღეა და ქართული ოცნება, რომელიც სულ უფრო სწრაფად გვაბრუნებს ნაციონალური მოძრაობის წარსულში. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად მომავლის არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო.’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ დებატებში.