“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება – ENKA მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამოხვანში $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

BM.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.