დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე – ელენე ხოშტარია ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინცინდენტზე 

დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე – პარტია „დროს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას” შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

,,ერთადერთი, რაც ,,ქართულ ოცნებას” ამოძრავებს არის ძალაუფლების დაკარგვის შიში. შიში სკამების დაკარგვის. ამ შიშის პერიოდში მათ ძალიან კარგად იციან, რომ კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები. ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა ძალადობა, ჩაგვრა, უსამართლობა, რომელსაც უნდა მშვიდობა, ევროპა და განვითარება არის გამარჯვებული. ამ დარჩენილ დღეებში, მიუხედავად ყველაფრისა, შეუძლია,რომ უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ დღეს ვნახეთ საათების განმავლობაში ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება. მოსმენებთან და ყველა ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად, ,,ქართულ ოცნებას” უნდა, რომ გამოგვტაცოს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვტილება, პროდასავლური განვითარებული, მშვიდობიანი საქართველოს შესახებ,” – განაცხადა ხოშტარიამ.