ამირან გამყრელიძე: მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს

დღეს, მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგრამ დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არის საკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ, აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.