ბატონი კობახიძე დღითიდღე დაემსგავსა ვენესუელური სერიალის, არც თუ ისე კვალიფიციურ სცენარისტს – კახა ქემოკლიძე

„კობახიძე რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო კარგ შედეგს დავდებთ ჩვენ არჩევნებზე“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენჯერაც გადაწყვეტენ ნარკოტესტით აპელირებას და  მსგავსი ტიპის აქტივობების დაგეგმვას იმდენჯერ მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს და ეს პასუხები ჯერ კიდევ რიგში არის, ასე რომ მათ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ ამასთან დაკავშირებით.

„ბატონი კობახიძე დღითიდღე დაემსგავსა ვენესუელური სერიალის არც თუ ისე კვალიფიციურ სცენარისტს, იმდენ ვერსიას აჟღერებს, რომ უკვე შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო კარგ შედეგს დავდებთ არჩევნებზე, ამიტომ მეტი ირაკლი კობახიძე თბილისსა და რეგიონებში, რაც შეეხება გუშინდელ კონკრეტულ რეპლიკას ვიღაც ქალბატონთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ეს არის იმის ნათელი დადასტურება თუ რა ტიპის სცენარი იხარშებოდა აი, ამ ეგრედ წოდებულ ნარკოსკანდალთან დაკავშირებით, რომელის შეასხებაც ჩვენ ინფორმაცია შემოგვივიდა და, რა თქმა უნდა, მივიღეთ პრენეციული ღონისძიებები, რამდენჯერაც გადაწყვეტენ მსგავსი ტიპის აქტივობების დაგეგმვას იმდენჯერ მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს და ეს პასუხები ჯერ კიდევ რიგშია. ასე რომ მათ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ ჩვენგანაც ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ რეპლიკას, რომელშიც ჩემი გვარი ახსენა, მე კომენტარს არ გავაკეთებ. მეტი ილაპარაკოს ბატონმა კობახიძემ, განსაკუთრებით რეგიონებში“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას კოკაიანი ერთ-ერთმა ქალაბატონმა გაასინჯა, რომელზდაც ინფომრაცია მას აქვს.