საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პირი

საქართველოში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 19, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 101, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. 2151