სარკოზის მეტოქეს პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს-ტრამპის ფრანგი რემეიკი

მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების აზრით, მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკის გადახედხის პროცესი.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რესპუბლიკელების პრაიმერისში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა არჩია. პრაიმერისში ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი, მან 43.6% დააგროვა და გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოიპოვა. ის ცნობილია მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკით და არაკომპეტენტურობის წარმოჩენით. როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, მისი კანდიდატურა საკმაოდ მისაღებია რუსეთისთვის.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, პუტინსა და ფიონს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, ისინი წელიწადში 2-3 ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და როგორც ამბობენ, დამოკიდებულება სცდება საქმიან ჩარჩოებს.

სექტემბერში რადიო RMC-თვის მიცემულ ინტერვიუში ფიონმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში საკუთარ ინტერესებს ისევე იცავს, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები. მისი აზრით დასავლეთი საყვედურობს რუსეთს ალებოში ჩატარებული ოპერაციების გამო, მაგრამ ამ ქვეყნებმა საკუთარი უმოქმედობით სცენა მთლიანად დაუთმეს რუსეთს.

-„დღეს კი გამოდიან და საუბრობენ ალეპოს ტრაგედიაზე, მის შესაჩერებლად კი თავად არაფერი მოიმოქმედეს“-განაცხადა ფიონმა.

ამასთან ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მიმდინარე არჩევნებში „რუსეთი მხოლოდ ერთ კალათში არ აწყობს კვერცხებს“, პარალელურად აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს „რესპუბლიკელების“ მთავარ კონკურენტთანაც, ასევე აგრძელებს მემარჯვენე ნაციონალისტი მარინ ლე პენის კეთილგანწყობის მოპოვებას, რომელიც ხშირად სტუმრობს რუსეთს სამუშაო ვიზიტით. ექსპერტების თქმით საყურადღებოა ისიც, რომ სოციალისტებს ორლანდის არაწარმატებული მოღვაწეობის შემდეგ გამარჯვების შანსი არ აქვთ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის მაისში ჩატარდება.

კომენტარის დატოვება