კობახიძეს რომ ჩააბარებ ქვეყანას, ჩავარდები ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ,,ქართული ოცნება” – ჩვენ ,,ქართული ოცნების” დახმარების სურვილი არ გვაქვს – ირმა ინაშვილი

კობახიძეს რომ ჩააბარებ ქვეყანას, ჩავარდები ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ,,ქართული ოცნება” – ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  “ქართული ოცნებისთვის” გადამწყვეტ არჩევნებზე, ის და მისი გუნდი მმართველ პარტიას არ დაეხმარება.

,,ქართულმა ოცნებამ” იმდენი დაპირება არ შეასრულა, ჩვენ დახმარების სურვილი არ გვაქვს. ,,ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი ჩააგო ხაფანგში. იმდენი ხაფანგები დაუგო თანამოაზრეებს, რომ ერთი მოკავშირე აღარ დარჩა.  ჩამოყალიბდა მკვეთრად ეგოისტურ პოლიტიკურ ძალად, ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული დიქტატურა. ამ ხალხს როგორ უნდა ვენდოთ? რომლის არც სიტყვას, არც დაპირებას არ აქვს წონა.

ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. კობახიძეს რომ დაუტოვებ ქვეყანას და ჩააბარებ ამდენ სადავეს, პარლამენტს რომ ცირკს დაამსგავსებ, არჩევნებს რომ გააყალბებ და ყველაფერს დაიკიდებ ფეხებზე ვარდები ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის ,,ქართული ოცნება”, – განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით თეორიული მსჯელობაა.

,,არც ერთი სიტყვა სარწუნოდ არ მიმაჩნია, არც ე.წ ოპოზიციის, არც იმის, რომ იქ ვიღაცამ ბილეთი იყიდა და არც იმის, რომ ვინმეს ციხეში გაუშვებენ. „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ცირკს დაამსგავსა – პარლამენტმა წონა დაკარგა”- თქვა ინაშვილმა.