თამარ გაბუნია: მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში.

„დღეს უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი აცრილია სულ მცირე ერთი დოზით, ანუ ეს ადამიანები აქტიურად ჩაერთნენ ვაქცინაციაში. ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად გავიდეთ გარეთ და მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს ერთდროულად, ან ბიზნესგარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, დავეხმაროთ მათ იმაში, რომ აღარ ჰქონდეთ აცრაზე უარის თქმის საფუძველი. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში“, – აცხადებს გაბუნია.