კახა კალაძე: ხალხი წყვეტს კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია

კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თბილისის მერს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

„ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია. ამას წყვეტს ხალხი – ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე ან სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კალაძემ.