კახა კალაძე: თუ პროვოკაციის ფაქტები დაფიქსირდა, მკაცრი რეაგირება იქნება

ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ პროვოკაციის ფაქტები დაფიქსირდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მომავალ არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. არავის არ უნდა მიეცეს პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ექნებათ მცდელობები. ჩვენ ვიცით, მათი ხელწერა რა არის. ამიტომ, ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.