ტელეკომპანია ,,ჯიემთივი” „ტვ ფორმულას” სოლიდარობას უცხადებს

ტელეკომპანია ,,ჯიემთივი” „ტვ ფორმულას” ყველა თანამშრომელს სოლიდარობას უცხადებს. ტელეკომპანია მხარს უჭერს ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობას და მიიჩნევს,  რომ მედია პლურალიზმი, მრავალფეროვანი მედია სივრცის არსებობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.