იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე პოლარიზაცია დასრულდება, მე ხმა მივეცი დეპოლარიზაციას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. პრეზიდენტის განცხადებით, მან ხმა დეპოლარიზაციას მისცა.

„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ეს არის არჩევნები, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლები უნდა იყოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე პოლარიზაცია დასრულდება. მე ხმა მივეცი დეპოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.