მარიამ ქვრივიშვილი: 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 620 ათასმა ამომრჩეველმა, რაც მაღალი მაჩვენებელია

12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 620 ათასმა ამომრჩეველმა, რაც მაღალი მაჩვენებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის.

„მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის. საქართველოს, მის თითოეულ ქალაქს, რეგიონსა და სოფელს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და თქვენ თქვენი აქტიურობით ამაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეგიძლიათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.