მარნეულში, სოფელ დაშტაფას N52 საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის” წევრი დაჭრეს

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის” წევრი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით უბანზე მიაყენეს. დაჭრილი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინფორმაციას თავად პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც ადასტრებს.