მოსახლეობის ინიციატივით, რუსთავში თვითნებურად განთავსებულ ავტოფარეხებს შლიან

მოსახლეობის ინიციატივით, რუსთავში თვითნებურად განთავსებული ავტოფარეხებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. შიდა ეზოებში უკანონო ფარეხების დაშლის გადაწყვეტილება მოსახლეობამ ქალაქის მერიასთან შეთანხმებით მიიღო. დემონტაჟს რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გასართობი და დასასვენებელი სკვერის მოწყობა იგეგმება.